სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა - Greek Engineers - ოპტიკური ტელესკოპი „გალაქტიონი“ შექმნეს, რომელიც განსაკუთრებულია არა მხოლოდ ორიგინალური დიზაინით, არამედ სიზუსტით, როგორც ახლო ასევე შორ მანძილებზე. „გალაქტიონი“ არის წონით მსუბუქი და მდგრადი სხვადასხვა მეტეოროლოგიური პირობების მიმართ.
‘’Gal-action’’ აწყობილია საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე,აქვე დამზადებული ნაწილებით. მისი შექმნის ინსპირაცია ინტერნეტ მაღაზიით ტელესკოპის შეძენის სიძვირემ გამოიწვია. სტუდენტები აპირებენ ტელესკოპების სერიულ წარმოებას, რომელიც იქნება სიახლე ქართულ და არამარტო ქართულ ბაზარზე. ტელესკოპი დაეხმარება ასტრომოყვარულებს, ასტროფოტოგრაფებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ციურ სხეულებზე დაკვირვებაში.